შპს "სანტეკ გლასი" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ამერიკული მწარმოებელი კომპანია "კარტელ ტრეიდინგის", რომელიც ქმნის ბრენდებს (Suntek, American Standart, Johnson) დასამუქებელი და დამცავი ფირ-ლამინატების სახით. აღნიშნული ბრენდები უმაღლესი ხარისხისა და გონივრული ფასის გამო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში ლიდერობს.
დამცავი და დასამუქებელი ფირ-ლამინატების გამოყენება დღითიდღე აქტუალური ხდება უკვე საქართველოშიც.
შპს "სანტეკ გლასი" დინამიურად განვითარებული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში ბიზნესის ამ დარგში ლიდერის პოზიციებს მიაღწია. ჩვენ ვახორციელებთ როგორც ფირ-ლამინატების ექსკლუზიურ იმპორტს, ასევე მის დაინსტალირებას.
ჩვენი სტრატეგია დაბალი ფასები, მაღალი ხარისხის მომსახურება და ბევრი კმაყოფილი პარტნიორია. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ შპს "სანტეკ გლასი" დასახულ მიზნებს თავს წარმატებით ართმევს.
თქვენი სურვილის შემთხვევაში მოხარული ვიქნებით გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება თქვენი კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.